"რეალი" - ყველაზე ეფექტური გუნდი "ლა ლიგაში"
მიმდინარე "ლა ლიგის" გათამაშებაში მადრიდის "რეალს" თითო მატჩში საშუალოდ 3,5 გოლი გააქვს, აგრეთვე მადრიდისტების კარში დარტყმათა 19% გოლად იქცევა...
მადრიდის "რეალმა" მიმდინარე "ლა ლიგის" 14 ტურში 49 გოლის გატანა მოახერხა(საშუალოდ დაახლოებით 3.5 მატჩში). რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო მაჩვენებელია "პრიმერაში". გარდა ამისა "მერენგები" ძალზე ხშირად ურტყამენ კარის მიმართულებით, აქამდე მათ 253-ჯერ გაუშვეს ბურთი მეტოქეთა კარში გოლის გატანის მიზნით, მათგან 19% ზუსტი აღმოჩნდა. ამ მხრივ სამეფო კლუბის ფეხბურთელები პირველები არიან ესპანეთის ჩემპიონატში, მეორე ადგილს "ბარსელონა" იკავებს 18%-ით, ხოლო მესამეზე "ლევანტეა" 16%-ით.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელებს, ამ მხრივ საუკეთესო რაფაელ ვარანეა, მისი პროცენტული მაჩვენებელი 50% გახლავთ. ახალგაზრდა ფრანგმა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა და ერთი გოლიც გაიტანა, თან ძალიან ეფექტური. მეორეზე პიპიტაა 41%-ით. ცხადია, ყველაზე მეტჯერ მეტოქეთა კარის აღება კრიშტიანო რონალდომ სცადა - 86-ჯერ. მისი პროცენტული მაჩვენებელი 20% გახლავთ.
აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკაც, საშუალოდ მადრიდის "რეალს" ანგარიშის გასახსნელად 7.67 წუთი სჭირდება, "ბარსელონას" 7.83, "ლევანტეს" 14.74, ხოლო "ვალენსიას" 17...
- 9 დეკემბერი 2011
- 2 502
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.