ამსტერდამში გამარჯვება ისტორიული იქნება
თუ მადრიდის "რეალი" "აიაქსს" დაამარცხებს, ეს ისტორიული გამარჯვება იქნება, რამეთუ, "სამეფო კლუბი" ჯგუფურ ეტაპს მაქსიმალური ქულებით დაასრულებს...
მადრიდის "რეალი" ამ უნიკალურ შედეგთან სულ ახლოსაა. კლუბის არსებობის ისტორიაში ეს არასდროს მომხდარა. მადრიდისტებმა აქამდე 5 ჩატარებული შეხვედრიდან ხუთივე მოიგეს და 16 გოლის გატანაც შეძლეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 2 ბურთი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა, აქამდე მხოლოდ 3 გუნდს აქვს მოგებული. 1992-1993 წლების სეზონში ეს "მილანმა" მოახერხა, 1994-1995-ში "პსჟ"-მ, ხოლო 2002-2003 წლებში "ბარსელონამ". გარდა ამისა, თუ "ბლანკოსმა" ეს შეხვედრა მოიგო, ზედიზედ მე-15 გამარჯვება იქნება ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის.
- 6 დეკემბერი 2011
- 1 995
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.