ბუქმეიქერები "რეალს" აფავორიტებენ
"ელ კლასიკოს" მოახლოვებასთან ერთად, მატულობს ვნებათა ღელვაც.მადრიდელებიცა და კატალონიელებიც, მთავარი საფეხბურთო მოვლენის მოლოდინში არიან.
ბუქმეიქერულ კანტორებში ფსონების დადება 10 დეკემბრის შეხვედრაზე, დაწყებულია.აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტების მხრივ, რადიკალური განსხვავება გვაქვს მიმდინარე სეზონში.რა თქმა უნდა, ეს სამეფო კლუბის შთამბეჭდავმა ასპარეზობამ განაპირობა.თუ შარშანდელი 16 აპრილის "კლასიკოს" წინ, "რეალი" 7 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, ახლა, მადრიდელებს 3 ქულიანი ჰანდიკაპი აკავშირებთ გვარდიოლას გუნდთან (პლიუს 1 მატჩი რეზერვში).
Bwin-მა, Miapuesta-მდა Bet-at-Home-მმა, "თეთრების" გამარჯვებაზე 2.30 დააწესეს, ხოლო Bet365-მა და Bet3000-მა - 2.4.ყველაზე მაღალი კოეფიციენტი Betfair-მა შემოგვთავაზა, 2,56.რაც შეეხება "ბარსას" კოეფიციენტს, ის 2.75-დან 3.55-მდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ფსონები კეთდება პრიმერა დივიზიონის გამარჯვების კანდიდატებზეც.თუ სეზონის დაწყებამდე "რეალის" შანსი 2.25-ით იყო შეფასებული, ახლა ის 1,47 შეადგენს.
- 6 დეკემბერი 2011
- 2 362
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.