რიკი სასტარტოში ბრუნდება
როგორც მოურინიომ გასულ კვირას აღნიშნა, ამსტერდამ არენაზე რიკარდო კაკა საწყისი წუთებიდან გამოვა მოედანზე.
ნიშანდობლივია, რომ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა, ბოლოს 42 დღის წინ ითამაშა ძირითადში (26 ოქტომბერი, "ვილირეალთან" 3-0)."ანოეტაზე" ტრავმის მიღებამდე, რიკი შთამბეჭდავად ასპარეზობდა.იყო მატჩები, სადაც პორტუგალიელმა სწორედ "8" აირჩია "10"-ის ნაცვლად, თუმცა დაზიანებამ კვლავ უკან დახია "მილანის" ყოფილი ლიდერი.
გეტყვით, რომ წლეულს, კაკას მონაგარი 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.ლაზარეთში ყოფნის ჟამს, მას "ატლეტიკოსთან," "დინამოსთან," "ოსასუნასთან," "ვალენსიასთან" და "ლიონთან" მოუწია უქმობა.ბოლო ტურში კი, "ელ მოლინონზე," რიკარდოს 11 წუთი აკმარეს.
ესპანელი ჟურნალისტების აზრით, შესაძლებელია მოურინიომ სწორედ სამხრეთ ამერიკელზე შეაჩეროს არჩევანი "ელ კლასიკოზე," თუმცა ჯერ "აიაქსია" წინ.
რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, სავარაუდოდ ჰოლანდიაში, რონალდუ, კასილიასი, რამოსი, ლასანა და ხედირა არ გაემგზავრებიან.სასტარტოში იქნებიან შაჰინი და გრანერო, ხოლო არბელოას ბედი, რომელიც უკვე 17 დღე უსაქმურადაა, გაურკვეველია.
- 6 დეკემბერი 2011
- 2 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.