რვაფეხა მესიმ "ბარსა" იწინასწარმეტყველა
2010 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ტრადიციად იქცა რვაფეხას მიერ პროგნოზების გაკეთება.
პირველი, ვინც საფეხბურთო წინასწარმეტყველის სტატუსი მოირგო, გახლდათ რვაფეხა პაული (ესპანეთის ჩემპიონობა გამოიცნო), ხოლო ამის შემდეგ, ასევე, არსებობდნენ რვაფეხა იკერი და რვაფეხა ინიესტა.როგორც "ას"-ისთვის გახდა ცნობილი, ამჟამად, მატჩების შედეგის გამოცნობას რვაფეხა მესი შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ რვაფეხა მესიმ, მომავალ "ელ კლასიკოში" თავისი სეხნიის გუნდის, არგენტინელი მესის, გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
- 5 დეკემბერი 2011
- 5 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.