მარსელო : "საგანგაშო არაფერია"
ხიხონის სპორტინგთან შეხვედრის მეორე ნახევარში მარსელო ვიეირამ პატარა ტკივილი იგრძნო. მატჩის დასრულებისთანავე მას გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ბრაზილიელს უბრალოდ ფეხი გაეჭიმა და 2-3 დღის მანძილზე ვარჯიში არ იქნება რეკომენდირებული. ახალგაზრდა მოთამაშემ მინი ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
"საგანგაშო არაფერია, აიაქსთან თამაშს სავარაუდოდ ვერ შევძლებ, რადგან ვარჯიშებზე ნაკლებად ვირჯები. დღევანდელი მომზადება სრულად გამოვტოვე, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო."
"რაც მთავარია ბარსელონასთან შეხვედრისთვის 100%-ით ვიქნები მზად, დარწმუნებული ვარ ჰოლანდიელებთან ჩემი შემცვლელი სრულფასოვნად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება."
"სავარაუდოდ სრული დატვირთვით ოთხშაბათიდან ვივარჯიშებ, ჩვენ ურთულეს სამუშაოს ვასრულებთ, რადგან წინ უდიდესი შეხვედრა გველის, კატალონიელებთან გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალია."
- 5 დეკემბერი 2011
- 2 365
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.