რონალდო და მოურინიო საუკეთესოობის მოლოდინში . . .
ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის ორგანიზაციას უნდა დაესახელებინა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტები იქნებოდნენ. ასევე გასარკვევი იყო იმ სამი მწვრთნელის ვინაობა, რომლებიც წლის საუკეთესო დამრიგებლის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
ხავი ერნანდესი, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. სწორედ ამ სამი მოთამაშიდან აირჩევა საუკეთესო. რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, ამ ასპექტში ერთმანეთს ჟოზე მოურინიო, სერ ალექს ფერგიუსონი და ხოსეპ გვარდიოლას შეერკინებიან.
ცერემონია 9 იანვარს, ციურიხში შედგება, შვეიცარიაში ყველა ნომინანტი მოიყრის თავს, დაჯილდოვება კი საზეიმო ვითარებაში გაიმართება.
- 5 დეკემბერი 2011
- 3 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.