133 გოლის მოლოდინში

მიმდინარე სეზონში, სამეფო კლუბი ისეთი შედეგიანია, როგორც არასდროს.ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ სეზონის ბოლოს, "მოუ თიმი" დაამყარებს რეკორდს, გატანილი გოლების მიხედვით.

"თეთრის" ისტორიის მანძილზე, მადრიდელთა საუკეთესო შედეგიანობა, 89-90 წ.წ. ფიქსირდება, როდესაც ჯონ ტოშაკის დამოძღვრილებმა, საფეხბურთო წლის ბოლოს, 107 გოლი მიითვალეს.აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებელია მაისის ბოლოს, ახალ რეკორდთან გვქონდეს ადგილი.ყოველშემთხვევაში, თუ მადრიდელებმა მსგავს ტემპში გააგრძელეს ბურთაობა, 38 თამაშის განმავლობაში, 133 ბურთის შეგდებას მოახერხებენ, რაც უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ "რეალის," არამედ პრიმერა დივიზიონის ისტორიაშიც (119 გოლს წინასწარმეტყველებენ "ბარსაზე").

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაზე ჯერ მხოლოდ 14 ტურია გასული და "ბლანკოსს" უკვე 49-ჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული.ეს მაჩვენებელი ორით აღემატება კატალონიელების შედეგზე, რომელთაც ცნობილი მიზეზის გამო, უკვე 15 თამაში ჩაატარეს.რაც შეეხება გაშვებულ ბურთებს, აქ "კულეების" უპირატესობაა (7-10-ზე).

ასევე შეგახსენებთ, რომ "პიჩიჩისთვის" საკმაოდ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს.კრიშტიანუსა და მესის 17-17 გოლი აქვთ შეგდებული.განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პორტუგალიელს ერთი თამაშის აქვს რეზერვში.

პ.ს. ნამდვილად საინტერესო იქნება საუკეთესო ბომბარდირების დუელი "სანტიაგო ბერნაბეუზე," რომელიც 10 დეკემბერს შედგება.წლეულს, არგენტინელს მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი გასვლით მატჩში.იმედია, მისი წარუმატებელი სერია, შემდეგ ტურშიც გაგრძელდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)