კასილასის მშრალი სერია გაგრძელდა
როგორც გუშინ მოგახსენეთ, იკერ კასილასს "ელ მოლინონზე" გოლი არ ჰქონდა გაშვებული...
ბოლოს, მადრიდის "რეალი" აღნიშნულ სტადიონზე 1994-1995 წლების სეზონში დამარცხდა(0-1). მას შემდეგ, მადრიდისტებმა არათუ არ წააგეს, არამედ გოლიც კი არ გაუშვეს ხიხონური კლუბიდან. გუშინდლამდე "რეალს" 4 მოგება ჰქონდა და ორი ნულოვანი ფრე, ხოლო კასილასის მშრალი სერია 270 წუთს ითვლიდა.
გუშინდელ გამარჯვების შემდეგ, იკერის მშრალ სერიას კიდევ 90 წუთი მიემატა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაინცდამაინც "რეალის" კაპიტნის დამსახურება არცაა, რადგან ხიხონელ შემტევებს იგი ფაქტიურად არ შეუწუხებიათ.
- 4 დეკემბერი 2011
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.