Iturralde, qué malo eres!

სწორედ ასეთი სათაურის სტატია მიუძღვნა defensacentral-მა იტურალდე გონსალესის მსაჯობას. ქართულად სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება - "იტურალდე, როგორი ცუდი ხარ!"..

როგორც იცით, გუშინდელი მატჩის მთავარი არბიტრი ედუარდო იტურალდე გონსალესი გახლდათ. ესპანელმა არბიტრმა შეხვედრა მართლაც რომ, ესპანურად განსაჯა. ყველაფერი მე-17 წუთზე დაიწყო. მან სათადარიგო სკამიდან მოურინიოს თანაშემწე რუი ფარია გააძევა, თან სრულიად უსაფუძვლოდ. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მისთვის წითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, ზედმეტად გამოხატული ემოციებია, მაგრამ ეს სრულიად ჩვეულებრივია და ნებისმიერი მატჩის დროს ხდება სათადარიგო სკამზე.

4 წუთში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი მოხდა. მარსელო თამაშის წესების დარღვევით წააქციეს, ამას რეაქცია მოჰყვა სათადარიგო სკამიდან, კერძოდ ხოსე მარია კალეხონიდან, რა თქმა უნდა, იტურალდემ მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. გონსალესი ვალში არც ხიხონელებთან დარჩენილა, მან გაფრთხილება ასევე სათადარიგო სკამზე მჯდომ ბილიჩსაც მისცა.

საერთო ჯამში, იტურალდემ 9 ყვითელი ბარათი ამოიღო და აქედან მხოლოდ 2 იყო წესების დარღვევის გამო, დანარჩენი მან კამათისთვის, ბურთის გადაგდებისთვისა და სხვა სულელური საქციელების გამო დაარიგა, არადა თამაშში რამდენიმე უხეში წესების დარღვევა იყო და ესპანელმა მსაჯმა არცერთ მათგანზე არ გაამახვილა ყურადღება.

  • wishmaster
  • 4 დეკემბერი 2011
  • 2 611
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)