მარსელო და კასილასი მატჩის შემდეგ
ბრაზილიელმა მარსელომ დღევანდელი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და მესამე გოლის ავტორიც გახდა. ვიეირამ და იკერ კასილასმა გამარჯვების შემდეგ კომენტარები გააკეთეს...
მარსელო
"გახარებული ვარ, ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, შეტევამ ბრწყინვალედ იმოქმედა. არ ვფიქრობთ, ბარსელონასთან შეხვედრაზე, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა გველის, ჯერ აიაქსი უნდა დავამარცხოთ, ხოლო ამის შემდეგ გვექნება "კლასიკოზე" ფიქრის უფლება."
კასილასი
"ხიხონში გამარჯვება ყოველთვის რთულია, ანგარიშის მიხედვით ყველაფერი იოლად მოხდა, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ვლიდერობთ, ასევე შეიძლება ითქვას ლა ლიგაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჯერ ჰოლანდიელების დამარცხება მოგვიწევს, შემდეგ კი მთელი ყურადღება კატალონიელებთან შეხვედრაზე იქნება გადატანილი."
- 4 დეკემბერი 2011
- 2 054
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.