ისტორიული "სეივი"
მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" "სანჩეს პისხუანზე" 2-1 დამარცხდა, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვაღიაროთ იკერ კასილასი, თამაშის საუკეთესო მოთამაშედ.
ორი დღის წინ ის 2008 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.ალბათ, გუშინდელმა მატჩმა დაღი დაუსვა იმ მოსაზრებებს, თითქოსდა კასო არ იმსახურებდა აღნიშნულ ჯილდოს.
"სევილიას" წინააღმდეგ კიპერმა ორი "მკვდარი" ბურთი აიღო და საკუთარი გუნდი დიდი ანგარიშით წაგებისაგან იხსნა.ის ნამდვილი "მადრიდისტაა" და ყოველ თამაშში ბოლომდე იხარჯება.იმედია, კასილასი თავის ამ შემართებას თანაგუნდელებსაც, განსაკუთრებით დაცვით ხაზს, გადასცემს.
აქვე გეტყვით, რომ კასილასი თავის "ფურია როხასთან" ერთად, 10 სექტემბერს სომხეთის წინააღმეგ გაილაშქრებს.აღნიშნული შეხვედრა ესპანეთის ნაკრების კაპიტნისათვის მე-100 იქნება სანაკრებო დონეზე.
პ.ს. სურათზე დაინახავთ ეპიზოდს, სადან იკერმა სევილიელ პეროტის, თითქმის სამი მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუქვავა.
- 5 ოქტომბერი 2009
- 3 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.