შაჰინი - საუკეთესო ალტერნატივა

უკვე გადაწყვეტილია, რომ ნური შაჰინი დღევანდელ შეხვედრას ძირითადიდან დაიწყებს...

ნურისთვის ეს პირველი "ლა ლიგის" მატჩი იქნება, რომელშიც ის ძირითადიდან დაიწყებს თამაშს. მიდი დებიუტი "ოსასუნასთან" შედგა, მოუმ თურქს მეორე ტაიმში მისცა თამაშის საშუალება. ზაგრების "დინამოსთან" კი შაჰინმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე. როგორც იცით, დღევანდელ შეხვედრაში ნურის მხოლოდდამხოლოდ იმიტომ უწევს მოედანზე გასვლა, რომ ხაბი ალონსოს დისკვალიპიკაცია აქვს.

მოურინიოს რამდენიმე არჩევანი ჰქონდა. ხაბი ალონსოს შემცვლელად ერთბაშად 4 ფეხბურთელი მოიაზრებოდა. ლასანა დიარა თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ალვარო არბელოა ტრავმირებულია და ფრანგს მარჯვენა ფლანგი ჩაბარდება, თან ლასი იქ უკეთ გამოიყურება, ვიდრე მოედნის ცენტრში. ჰამიტ ალტინტოპს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ამავე დროს მას მოუ მაინცდამაინც არ სწყალობს. რჩებოდა ორი ალტერნატივა, გრანერო და შაჰინი. როგორც ჩანს, "ელ პირატას" ჟოზე მოურინიო არ ენდობა, ეს იქიდანაც ჩანს კარგად, რომ ესტებანს მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს დაყოფილი მწვანე საფარზე მიმდინარე სეზონში. აქედან გამომდინარე, ჟოზემ "დორტმუნდის" ყოფილი ფეხბურთელი აირჩია.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნური ტრავმირებული იყო. მან ჯერ 114 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მოხვდა განაცხადში, ხოლო გრანერო თითქმის ყველა მატჩის განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ მას მოუმ მხოლოდ 57 წუთი მისცა საასპარეზოდ.

მატჩებს, რომელშიც შაჰინმა მონაწილეობა მიიღო, არანაირი დატვირთვა არ ჰქონია. როცა "ოსასუნასთან" შემოვიდა მოედანზე, "რეალი" მაშინ მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით ამარცხებდა, ხოლო "დინამოსთან" შეხვედრა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი იყო, რამეთუ "ბლანკოსს" პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფში.

დღეს კი, სულ სხვა სიტუაციაა. ამ მატჩს არამარტო ნურისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "სპორტინგთან" შეხვედრა ერთგვარი მოსამზადებელი მატჩი უნდა გამოდგეს "ელ კლასიკოს" წინ. თან, გამარჯვების შემთხვევაში, მადრიდისტები კომფორტულ ჰანდიკამპს შეიქმნიან კატალონიურ გრანდთან.

ასევე, აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტორიც. ნური, დღეს ხედირასა და ოზილის გვერდით ითამაშებს, ამას დავუმატოთ ალტინტოპი, რომელსაც სავარაუდოდ დღეს მოედანზე გასვლა არ უწერია. ეს პირველი შემთხვევაა "რეალის" ისტორიაში, როცა ერთბაშად ოთხი ყოფილი "ბუნდესლიგის" ფეხბურთელია განაცხადში. 70-იან წლებში ერთად მოუწიათ თამაში გიუნტერ ნეთზერსა და პოლ ბრაიტნერს, მოგვიანებით კი თეთრი მაისური ული სტიელიკემ მოირგო. 80-იანი წლების მიწურულს "რეალში" კიდევ ერთი "ბუნდესლიგის" ფეხბურთელი გადავიდა - ყველასათვის კარგად ნაცნობი ბერნდ შუსტერი. 1996-2001 წლებში კი ილგნერი გამოდიოდა სამეფო კლუბში, ხოლო ამ სიაში ბოლო მეტცელდერი გახლავთ.

შაჰინისთვის ეს მატჩი სხვამხრივათაც არის მნიშვნელოვანი. ალონსოს არყოფნაში მას ლიდერის ფუნქციის შეთავსება შეეძლება. ნურიმ მოუს თავი მაქსიმალურად უნდა მოაწონოს, რადგან შემდგომში იგივე ხაბის მეწყვილე გახდეს. ასე რომ, ძნელად სავარაუდო არცაა, რომ თურქი ძალებს არ დაზოგავს. მიდი ნური, დღეს შენი დღეა!!!

  • wishmaster
  • 3 დეკემბერი 2011
  • 1 883
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)