"კასტილია" - "ოვიედო" [პრევიუ]

"კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს მორიგ შეხვედრას გამართავს. მადრიდისტები მეოთხე ადგილოსან "რეალ ოვიედოს" დაუპირისპირდებიან...

"კასტილია" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ალბერტო ტორილის შეგირდებმა ზედიზედ 6 მატჩში მოახერხეს უკვე გამარჯვება და ყოველივე ამის დასტურად ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. ამას დავუმატოთ ბრწყინვალე სერია "ალფრედო დი სტეფანოზე", კანტერანოებმა შესაძლო 21 ქულიდან 19 მოიპოვეს, ანუ 7 შეხვედრიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ.

ალბერტო ტორილმა ამ მატჩისთვის 18 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. სასიხარულოა მორატასა და კარვახალის გამოჩენა. გუნდს დააკლდებიან: ტრავმის გამო ლუკასი, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო რაულ რუისი, ივან გონსალესი, მარტინესი და ზამორა, ხოლო ტომას მეხიასი პირველ გუნდთან ერთად იმყოფება ასტურიაში.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, როგორც მოგახსენეთ, "კასტილია" ცხრილის სათავეში იმყოფება 33 ქულით, ხოლო "რეალ ოვიედოს" 25 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციის ბინადარია. აღნიშ§ულ გუნდს ძალზედ ცუდი სტატისტიკა აქვს გასვლით მატჩებში, შესაძლო 21 ქულიდან, მათ მხოლოდ 9-ის მოპოვება შეძლეს.

  • wishmaster
  • 3 დეკემბერი 2011
  • 1 328
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)