"ელ მოლინონის" მშრალი სერია
""ელ მოლინონზე" თამაში ურთულესია. გასულ წელს, ჩვენ ძალზედ გაგვიჭირდა 3 ქულის აღება. ეს არის მოედანი, სადაც მე ყოველთვის მიყვარს თამაში, მაგრამ ისიც ვიცი, რომ აქ გამარჯვება ძალზედ რთულია." - განაცხადა ალვარო არბელოამ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ესპანელი სამწუხაროდ ტოვებს ამ შეხვედრას ტრავმის გამო. როგორც ხედავთ, ალვაროს კომენტარიდანაც კარგად ჩანს, თუ რაოდენ რთულია ასტურიაში თამაში, თუმცა სტატისტიკა ამაზე არ მეტყველებს.
1995-1996 წლებში "რეალი" უკანასკნელად დამარცხდა "ელ მოლინონზე". მას შემდეგ გუნდებმა ერთმანეთში 6-ჯერ ითამაშეს. აქედან ორი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ოთხჯერ "მერენგებმა" იმარჯვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრაში გარდა ერთისა, მადრიდისტებს ძალიან გაუჭირდათ მეტოქის დამარცხება. გამონაკლისი მხოლოდ 2008-2009 წლების სეზონი გახლავთ, მაშინ სამეფო კლუბმა მეტოქე 4-0 დაამრცხა, რაულმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ჰუნტელაარმა და მარსელომ თითო-თითო გოლი ჩაიწერეს აქტივში.
ამას ისიც დავუმატოთ, რომ იკერ კასილასს ჯერ "ელ მოლინონზე" გოლი არ გაუშვია. მისი მშრალი სერია 270 წუთს ითვლის...
- 3 დეკემბერი 2011
- 1 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.