"სპორტინგი" - "რეალი" [პრევიუ]
თავდაპირველად თვალი გუნდების სატურნირო სიტუაციას გადავავლოთ. ამ მხრივ ასტურიულ და კასტილიურ კლუბებს შორის რადიკალური განსხვავებაა. "რეალი" 34 ქულით "ლა ლიგის" ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო "სპორტინგი" 12 ქულით 18-ე პოზიციას იკავებს და ამ სეზონში მათი ცუდი თამაშიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერია.
მადრიდისტებს მართლაც, რომ საოცარი შედეგი აქვთ, მათ ზედიზედ 13 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ყველა მათგანში ბევრი გოლიც გაიტანეს - საერთო ჯამში 46. "რეალი" ხიხონში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და ასტურიაში მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს. უნდა აღინიშნოს, რომ "ელ მოლინონზე" წელს ყველას უჭირს თამაში. "სპორტინგმა" პრინციპულ და რთულ მეტოქეებთან მხოლოდ მინიმალური სხვაობით წააგეს. - "ბარსელონასთან" 0-1, "ვალენსიასთან" 0-1 და "სოსიედადთან" 1-2.
გარდა ამისა, "რეალს" "ელ მოლინონზე" შესანიშნავი სტატსიტიკა აქვს. 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ "ბლანკოსი" ასტურიაში არათუ დამარცხებულა, არამედ გოლიც კი არ გაუშია - ოთხი მოგება და ორი ნულოვანი ფრე. იკერ კასილასს კი აღნიშნულ სტადიონზე 270 წუთია საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 21 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. სასიხარულოა რონალდოსა და კაკას გამოჩენა. ხაბი ალონსოს 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიპიკაციის გამო გამოტოვებს ამ შეხვედრას. ტრავმების გამო კი განაცხადს მიღმა დარჩნენ კარვალიო და არბელოა.
რაც შეეხება ხიხონურ "გრანდს", ასტურიელები ძალზედ ცუდ დღეში იმყოფებიან. უკანაკსნელ ტურში მათ "ლევანტემ" "გადაურბინა" - სრული ამ სიტყვის მნიშნელობით. ჯერ-ჯერობით "სპორტინგის" მონაგარი 3 გამარჯვება და 3 ფრე გახლავთ. ტრავმის გამო მანუელ პრესიადოს დააკლდება ლორა, მაგრამ დე ლას კუევასი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ იგი ძირითადიდანაც დაიწყებს თამაშს.
ორიოდე სიტყვა ურთიერთშეხვედრებზეც ვთქვათ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "რეალს" მაინცდამაინც დიდი უპირატესობა არ აქვს. სულ გუნდებმა ერთამენთში 40-ჯერ ითამაშეს, აქედან 17 "ბლანკოსის", ხოლო 10 "სპორტინგის" გამარჯვებით დასრულდა, 13 მატჩი კი ფრედ. ბურთების შეფარდება კი 49-39-ზეა "მერენგების" სასარგებლოდ.
- 3 დეკემბერი 2011
- 1 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.