მოურინიო: "თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ"
"სპორტინგთან" დაპირისპირებაბმდე, მოურინიომ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
""ატლეტიკოს" წინააღმდეგ სულაც არ გვითამაშია აგრესიულად, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აგრესიულობა ძალიან მომწონს.ნამდვილად ვიცით, რა გველის ხიხონში.ვგონებ, შარშანდელივით რთული დაპირისპირება იქნება."
"ამ მომენტისათვის, მდევართან 3 ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს ("ბარსას" ერთ მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული - ავტ.).რასაკვირველია, ხვალინდელ თამაშში წაბორძიკება, არ იქნება ნორმალური მოვლენა.კარგად მოგვეხსენება, რომ მნშვნელოვან შეხვედრებში 3 ქულის მოპოვება ჰაერივით გვჭირდება.ჩვენი მისიაა, "კლასიკომდე" აღნიშნული სხვაობის შენარჩუნება, თუმცა ჯერ ნაადრევია ფიქრი "ბარსაზე."წინ "სპორტინგთან" და "აიაქსთან" გველოდება სერიოზული დაპირისპირებები.ვფიქრობ, ამ ორ მატჩში, მოედანზე ის მოთამაშენი იქნებიან, რომლებსაც რეგულარულად არ ეძლევათ თამაშის საშუალება."
"რა გითხრათ პიკეს საქმეზე? გაცილებით საინტერესოა ფეხბურთის ისეთი მცოდნეების მოსაზრება, როგორებიც არიან ბლატერი, პლატინი და ა.შ."
"მიმდინარე კვირაში, ნაყოფიერი მომზადება გამოგვივიდა.ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით.რა თქმა უნდა, ალონსოს არყოფნა დანაკლისი იქნება, თუმცა გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვნად შეცვალონ ჩაბი.დისკვალიფიკაციები ბევრია სეზონის განმავლობაში, ამიტომაც არ მინდა, ახლა ან თამაშის შემდეგ, ბასკის საკითხი სადისკუსიო დარჩეს."
"რიკარდო კაკა სრულად განიკურნა და მზადაა მოედანზე გამოსასვლელად.ბრაზილიელი "სპორტინგის" წინააღმდეგ ითამაშებს და ასევე, ამსტერდამში სასტარტოში იქნება.ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს შაჰინსაც.მან ზაგრებელბთან 90 წუთი დაჰყო მოედანზე და ვფიქრობ, რომ მომავალ დაპირისპირებებშიც იასპარეზებს.რაც შეეხება არბელოას, მის გამოჩენას, "აიაქსის" წინააღმდეგ ველოდებით."
"გუნდში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი ვარ.როდესაც რომელიმე კონკრეტულ კლუბში მივდივარ სამუშაოდ, მეორე სეზონი, პირველზე უკეთესი მაქვს.რასაკვირველია, ეს ჩემი დოგმა არ არის.ვიმედოვნებ, რომ ბიჭები მსგავს ტემპში გააგრძელებენ თამაშს და უფრო გააუმჯობესებენ შედეგს."
- 2 დეკემბერი 2011
- 2 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.