"რეალის" მოთამაშეთა შეფასებები
გამოქვეყნდა მადრიდელი ფეხბურთელების შეფასებები "სევილიასთან" გამართული შეხვედრის შემდგომ.
იკერ კასილასი:(7,5) "ბლანკოსის" გოლკიპერზე აუგს ვერ ვიტყვით, მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.(ორი ფანტასტიური ბურთი მოიგერია). 
სერხიო რამოსი:(4,5) "სევილიის" მოთამაშებმა უამრავი შეტევა გააკეთეს რამოსის ფლანგიდან. ესპანელი ტრავმის შემდგომ ადაპტაციას ცდილობს, მაგრამ ჩვეული ფორმისგან შორსაა. 
პეპე:(6,5) გაიტანა გოლი, დაცაშიც კარგად ირჯებოდა, რამოდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ არა სერიოზული. 
რაულ ალბიოლი:(6,5) კარგად ითამაშა, დიდ წინააღმდეგობასაც უწევდა "სევილიელებს", მაგრამ ისინიც არ აკლებდნენ და შესანიშნავად მოქმედებდნენ შეტევაში. 
მარსელო:(5,5) კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა. ბრაზილიელი ფლანგიდან ხესუს ნავასმა აიკლო.
მამადუ დიარა:(5,5) მალელს საკმაოდ უჭირდა რენატოსთან და ზოკორასთან გამკლავება, მაგრამ საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა ნახევარდაცვის ცენტრში.
ხაბი ალონსო:(6) მთელი შეხვედრა აქტიურად ჩაატარა, მაგრამ ცენტრში ბურთის კონტროლს ვერ ახერხებდა. 
გუტი:(5,5) რამოდენიმე კარგი გადაცემა შეასრულა, ასევე ბევრი არაზუსტიც. ვიცე კაპიტანი საჯარიმო დარტყმებსაც ვერ ასრულებდა რიგიანად, ცოცხალ კედელს ვერ აცდენდა ბურთს ხშირ შემთხვევებში. 
კაკა:(5,5) ბრაზილიელმაც კარგადფ დაიწყო შეხვედრა. ერთხელ სერიოზული შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მაგრამ კონკოს ვერ აუარა გვერდი, როგორც თვითონ სურდა ისე. 
რაული:(4)  "რეალის" კაპიტანმა მართლაც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ესპანელს "სევილიას" მცველები არ აძლევდნენ გასაქანს.
ბენზემა:(4) აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ შეხვედრის ტემპს ვერ აუბა მხარი. მეორე ტაიმში შეცვალეს კიდევაც ფრანგი ლეგიოერი. 
შეცვლაზე შემოსულები:
იგუაინი:(5,5) კარგად ირჯებოდა არგენტინელი, მაგრამ ვერაფრით შეძლო გუნდის დახმარება. 
ვან დერ ვაარტი: არ დასცალდა.
გრანერო: არ დასცალდა. 
სტატიის ავტორი: kevlisha
ინფორმაციის წყარო: goal.com
- 5 ოქტომბერი 2009
 - 4 253
 - 0
 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

          


