არგენტინელი ანგელოზი ან უბრალოდ დი მარია
2010 წელს, როდესაც ანხელმა სამეფო კლუბის მაისური მოირგო, ყველას ეგონა, რომ სეზონის ბოლოს, ის საუკეთესო ტრანსფერების სიის სათავეში მოხვდებოდა, თუმცა მესუთ იოზილის გაბრწყინებამ, სახმრეთ ამერიკელი ჩრდილში დააყენა.
დამეთანხმებით, რომ წლეულს, რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ.ახლა უკვე, დი მარიას მზემ დაჩრდილა გერმანელი ნახევამრცველი, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს.შეიძლება უხეშად გამომივიდა, მაგრამ მესუთის ცუდი თამაში, სამწუხაროდ, რეალობაა.იმედია, ისიც ავა მოწოდების სიმაღლეზე.
მოკლედ, იოზილისა და ანხელიტოს შედარებას ნამდვილად არ გავაგრძელებ და პირდაპირ გადავალ საქმეზე.მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მიმდინარე სეზონში, მართლაც განსხვავებულ და ერთგვარად სახეშეცვლილ დი მარიას ვხედავთ.თითქოს, "რეალიდან გაქრა ბიჭი, რომელიც ინდივიდუალიზმის სიყვარულით იყო გამსჭვალული და რომელსაც, საფეხბურთო სამყარო კარგ სიმულიანტად უფრო იცნობდა, ვიდრე კარგ ფეხბურთელად.ალბათ, ყველას ახსოვს, თავდახრილი დი მარია მარჯვენა ფრთაზე, მორიგი უშედეგო რეიდის განხორციელების დროს.სიმართლე გითხრათ, ფლანგზე აჩქარებასა და განაპირა მცველების თავბრუდამხვევი ფინტებით მოტყუებას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა არგენტინელის შემთხვევაში, ჩვეულ სტილს, მეტ-ნაკლებად მოჰქონდა პოზიტივი.ბუნებრივია, რომ "რეალში" ის მოიყვანეს შედეგისათვის და არა უაზრო სირბილისათვის.
ასე თუ ისე, ანხელის პირველი მადრიდისეული სეზონის მომოხილვის შემდეგ, გადავიდეთ მიმდინარე სეზონზე, სადაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ სხვა დი მარია წარსდგა ჩვენ წინაშე, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის "განსაკუთრებულს." ჩვენ ყველას გვსიამოვნებს ნამდვილი ანხელიტოს ხილვა.ძალიან მივეჩვიეთ მის თავაწეულ, გუნდურ, თამაშსა და საგოლე გადაცემების გაკეთებას.დამეთანხმებით, რომ სეზონის დაწყებიდან 3 თვის თავზე, ის არანანკლებად უყვართ უკვე მადრიდელ ინჩასებს.წინა სეზონით გამოწვეული კრიტიკა, დავიწყებას მიეცა და მადრიდისტებმა დი მარიაში იმედის ნაპერწკალი დაინახეს.
სტატისტიკაზე სანამ გადავიდოდეთ, მინდა მოურინიოს ღვაწლზე ორიოდე სიტყვა ვთქვა: კრიშტიანუ რონალდუმ, გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა და მხოლოდ 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო მიმდინარე წელს კი, მის ანგარიშზე 13 ჩატარებული შეხვერიდან უკვე 6 გადაცემაა, კარიმ ბენზემამ, წლეულს, გოლების გატანასთან ერთად, მოძრაობაც ისწავლა მოედანზე.შეიძლება ფრანგმა მშრალად ჩაატაროს დაპირისპირება, თუმცა მატჩის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღოს, გონსალო იგუაინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უქმობდა ტრავმის გამო, დღეს, პრიმერას 3 საუკეთესო ბომბარდირშია გარეული, ალვარო არბელოა, რომელმაც უკვე 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო - ასეთია პორტუგალიელი თავკაცის მონაგარი, ჯერ მხოლოდ მეცამეტე ტურის თავზე.
სტატისტიკა
გასულ წელს, ანხელმა "რეალის" მაისურით 35 თამაში გამართა, საიდანაც 6-ჯერ გოლით გამოირჩა, ხოლო 11-ჯერ საგოლე გადაცემით.ასევე, აღსანიშნავია, რომ შარშან, 11 თამაშის შემდეგ, მის ანგარიშზე 3 ბურთი და 4 შედეგიანი პასი იყო, ხოლო წელს კი, 2 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.საშუალოდ ანხელი, 0.9 შედეგიან პასს აკეთებს თითოეულ შეხვედრაში.
ჯამში, "რეალში" ასპარეზობის ამ ეტაპზე, არგენტინელი შემტევის ანგარიშზე 29 ასისტია.აქედან, რვაჯერ რონალდუმ იხეირა, ხოლო 7-7 ჯერ ბენზემამ და იგუაინმა.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, ანხელიტომ ერთ მატჩში შეძლო სამი შედეგიანი პასის გაკეთება (ოსასუნასთან).მიუხედავად ტრავმისა, სამხრეთ ამერიკელი ოპტიმალურ ფორმაში დაუბრუნდა მინდორს და პირველი თამაშში თავის გამოჩენაც შეძლო.
მოკლედ და კონკრეტულად, ასე თუ გაგრძელდა, სეზონის ბოლოს შემდეგ სათაურებს ვნახვათ პრესაში: "ანხელი ევროპის საუკეთესო ასისტენტი," ან "დი მარია "ოქროს ბურთის" ყველაზე რეალური პრეტენდენტი," ან კიდევ ვიხილავთ ფოტოს, სადაც ანხელ დი მარია, ბლანკოსის სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასს ეხუტება...ოპტიმიზმი ჩვენზეა, ჯერი მადრიდელებზე!
სტატია მომზადებულია რეალმადრიდ.რუ-ზე დაყრდნობით.
- 2 დეკემბერი 2011
- 2 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.