ალბიოლი & პეპე
მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველებმა, ლაბიოლმა და პეპემ განაცხადეს, რომ გუშინდელ მატჩში გაშვებული ორივე გოლი დაცვის ბრალი იყო.
ალბიოლი:
"წაგება რა თქმა უნდა ძალიან ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ ეს ყველა გუნდში ხდება. პირველმა გოლმე ცოტა არ იყოს დაგვაბნია, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა."
"მართალია მოგებების სერია დასრულდა, თუმცა აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ისეთ გამარჯვებებს, როგორც ეს წინა ტურებში იყო. ჩვენ უნდა დავინახოთ შეცდომბი და მათ გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ."
"მე პირველად დავმარცხდი, როგორ მადრიდისტა, თუმცა მე იმედი მაქვს გავაუმჯობესებთ თამაშს და ყველაფერი კარგად იქნება."
პეპე:
"ჩვენ კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ დაცვაში სულელური შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. ნათქვამია შეცდომებზე სწავლობენო და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ. მე ჩემი პირველი გოლი გავიტანე მადრიდის "რეალში", თუმცა მაინც დამწუხრებული ვარ."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 5 ოქტომბერი 2009
- 1 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.