მზადება გრძელდება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს. მოურინიოს გუნდი ხიხონის სპორტინგის დასამარცხებლად ემზადება, რათა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყაროს...
მომზადება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და იგი ჟურნალისტებისთვის მხოლოდ 15 წუთის მანძილზე იყო ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს არ დასწრებია კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ტრავმა აქვს და მისი სპორტინგთან თამაში გამორიცხულია.
- 30 ნოემბერი 2011
- 2 787
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.