ლა ლიგის ყველაზე ეფექტური ფორვარდი გონსალოა
მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე რეგულარულად ვერ თამაშობს, გოლების გატანას მაინც ახერხებს. პიპიტას ანგარიშზე 13 შეხვედრაში 12 გოლია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოს, რომ არგენტინელი მოთამაშე ყველა მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან არ იწყებს და მოედანზე შესვლისთანავე ახერხებს მეტოქის კარის აღებას. მისი საშუალო მაჩვენებელი 53 წუთში ერთი გოლია, რაც შესანიშნავ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
პიპიტას შემდეგ ყველაზე ეფექტურ მოთამაშე კრიშტიანო რონალდო ითვლება, რომელიც 71 წუთში ერთხელ ახერხებს გოლის გატანას. პორტუგალიელი მოთამაშე ამ ეტაპზე ლა ლიგის ბომბარდირთა ცხრილს 16 გოლით ლიდერობს, გონსალო კი მესამე პოზიციაზეა 12 ბურთით.
გონსალომ ჯამში 644 წუთი ითამაშა. 12 შეხვედრიდან იგი სასტარტოში 6-ჯერ გამოჩნდა, დანარჩენ შემთხვევაში კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში.
პიპიტამ 13-იდან 8 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მან ესპანიოლის და ბეტისის კარში 3-3 გოლის გატანა მოახერხა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე ორი ჰეთ-თრიკი დაუგროვდა.
გონსალოს ასისტენტობას უწევდნენ სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, ფაბიო კოენტრაო, ანხელ დი მარია და კრიშტიანო რონალდო.
- 30 ნოემბერი 2011
- 2 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.