აგენტი : "კაკას არ სურს "პსჟ"-ში გადასვლა
პარისენჟერმენის გენერალური დირექტორი ფარ-ხმალს არ ყრის და ბრაზილიელი კაკას შესაძენად ყველაფერს აკეთებს, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები მთელი ძალით ცდილობენ მოლაპარაკებების დაწყებას და ნახევარმცველის გადაბირებას, დღეს რიკის აგენტმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
"რიკარდოს არსად წასვლა არ სურს, მის ინტერესებში მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის "რეალში" თამაში და სასურველ კონდიციაში ყოფნაა. გვესმის, რომ ფრანგულ კლუბს უდიდესი შესაძლებლობები აქვს და რიკისთვის სარფიანი კონტრაქტის შეთავაზება შეუძლია, მაგრამ კაკას არ სურს თეთრი ფორმის გახდა, იგი მადრიდელია და "ბლანკოსის" წარმატებით არის დაინტერესებული."
"იმედი მაქვს ხსენებულ თემასთან დაკავშირებით დაძაბულობა პიკს არ მიაღწევს და ფეხბურთელს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რიკარდო არსად მიდის."
- 29 ნოემბერი 2011
- 3 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.