"რეალმა" შედეგი გააუმჯობესა
მადრიდის "რეალმა" მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. "ლოს ბლანკოსი" ძალიან შედეგიანია და ეს თითოეულ მატჩში მტკიცდება. "სამეფო" კლუბს არასდროს ჰქონია ბურთების შეფარდება ერთმანეთთან ისე, როგორც ამას ახლა იხილავთ.
მე–13 ტურის მიხედვით, "ლოს ბლანკოსმა" მიმდინარე ჩემპიონატში 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა. შესაბამისად გრაფა ბურთების შეფარდებისა არის +36, რაც "თეთრების" ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. "მერენგებს" არასდროს ჰქონიათ ამგვარი შედეგი 13 ჩატარებული ტურის შემდეგ. სანამ მადრიდელები ამ პირად რეკორდს დაამხობდნენ, საუკეთესო მაჩვენებელი 1987/1988 წლებში იყო (+32).
გუნდის საუკეთესო გოლეადორები კრიშტიანუ რონალდუ (16 გოლი), გონსალო იგუაინი (12 გოლი) და ქარიმ ბენზემა (7 გოლი) არიან, რომელთა ანგარიშზეც ჯამში 35 გატანილი გოლია.
Realmadrid.com
- 28 ნოემბერი 2011
- 3 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.