იბაკა:"კარგი შეხვედრა ჩავატარე"

მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდის ახალწვეულმა, იბაკამ, განაცხადა, რომ მან ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა "სარაგოსასთან" მატჩში. თავისი აზრი "თეთრების" ერთ–ერთმა ლიდერმა, ქეროლმაც გამოთქვა. კარლოს სუარესმა კი ევროლიგის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

იბაკა:"ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად და შედეგიანად. ვგონებ, რომ მეც კარგი შეხვედრა ჩავატარე. მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება "სარაგოსასთან" და რაც მთავარია ეს სრულიად დამსახურებულად მოხდა. სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო კარგად ვეწყობი თანაგუნდელებს".

ქეროლი:"ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ყოველი ჩატარებული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ცალსახაა, რომ გუნდი გაცილებით სტაბილურად გამოიყურება უწინდელთან შედარებით. "რეალში" კარგი ატმოსფერო სუფევს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია".

კარლოს სუარესი:"წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ევროლიგაზე. ცხადია, ჩვენ გვსურს ჯგუფის ლიდერობა, რისთვისაც შეხვედრების სისტემატიური მოგებაა საჭირო".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში, "რეალის" კალათბურთელები "EA7 მილანის" მოთამაშეებს დაუპირისპირდებიან გასვლაზე.

Realmadrid.com

  • tata
  • 27 ნოემბერი 2011
  • 1 789
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)