ვალდესი:"უპირატესობა ნათელია"
ვალდესის თქმით, კატალონიის "ბარსელონა" არ იმსახურებდა დამარცხებას. ესპანელმა კიპერმა, ასევე მადრიდის დიდ უპირატესობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ვიგემეთ სეზონის პირველი მარცხი, რასაც ნამდვილად არ მოველოდით, თუ ეს "ხეტაფესთან" მოხდებოდა. ცხადია, გამარჯვების შანსი გვქონდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მადრიდულ გუნდს (ხეტაფე) კი ნამდვილად გაუმართლა".
"ყველა კარგად ხედავს, რომ "რეალის" უპირატესობა დიდია. "ბარსელონა" უფრო ცუდ ვითარებაშიც ყოფილა, მაგრამ არაერთხელ დაუძლევია პრობლემა. არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელიც ყველა შეხვედრას იგებს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ".
"წინ გველის უამრავი მატჩი, რომლებშიდაც ქულათა მასქიმუმი უნდა მოვაგროვოთ. არამგონია "კლასიკომდე" ჟოზეს შეგირდებმა ქულები დაკარგონ, რაც ურიგო ნამდვილად არ იქნება დედაქალაქელებისთვის. "პრიმერა დივიზიონის" ჩემპიონზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასულა. სავარაუდოდ ზამთრის ლიდერი "ბლანკოსი" გახდება, თუმცა მთავარია ვინ იქნება პირველ ადგილოსანი მაისში".
Marca.com
- 27 ნოემბერი 2011
- 3 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.