პიკე:"ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია"
კატალონიის "ბარსელონის" ესპანელი მცველი, ხერარდ პიკე, მიიჩნევს, რომ მის გუნდს ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლია.
"გუშინ წავაგეთ შეხვედრა, რომელიც არ უნდა წაგვეგო. ცხადია, მადრიდელთა უპირატესობა თვალსაჩინოა. "რეალი" ამ დროისთვის გაცილებით უკეთეს მდგომარეოობაში იმყოფება, ვიდრე ჩვენ".
"ფარ–ხმალი არ უნდა დავყაროთ, ვინაიდან წინ გველის ბევრი შეხვედრა, რომელშიც აუცილებლად მოვიპოვებთ ქულათა დიდ ნაწილს. ეს არის კატალონიის "ბარსელონა", რომელსაც ყოველთვის ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და რა თქმა უნდა, "ბლაუგრანა" ბოლო ტურამდე იბრძოლებს".
შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიელებმა მოულოდნელი მარცხი იგემეს "ხეტაფესთან" მატჩში, რის შემდეგაც გუარდიოლას შეგირდებსა და მადრიდელებს შორის სხვაობა ექვს ქულას შეადგენს.
Sport.es
- 27 ნოემბერი 2011
- 2 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.