მანზანო: "დიეგო ყვითელი ბარათის გამო გავიყვანე"
"კურტუას გაძევების შემდეგ, რომელიმე ფეხბურთელი უნდა დამესვენებინა. ამ დროს უკვე წინ ვიყავით და გადავწყვიტე შემტევი მომეხსნა თამაშიდან. თან დიეგოს უკვე ყვითელი ბარათიც ჰქონდა და სწორედ მასზე გავაკეთე არჩევანი."
"ყველაფერი იმისკენ მიდოდა, რომ მატჩი ერთ ბურთიანი სხვაობით უნდა წაგვეგო, ამ შემთხვევაში მცირე შანსები ისევ გვქონდა, თუმცა მესამე გოლზე დაშვებულმა შეცდომამ საბოლოოდ დაუსვა მატჩს წერტილი."
"სანამ პენალტი დაინიშნებოდა ჩვენს კარში, მანამდე მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებაც კი არ ჰქონია. "რეალი" შინ დაუმარცხებელია, ასე რომ, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ჩემი გუნდის მუშაობით სულაც არ ვარ უკმაყოფილო."
"მსაჯობაზე საუბარი არაფერს არ შეცვლის. ჩვენმა მეკარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დიდ თამაშებში ასეთი საქციელი დაგმობას არ იმსახურებს."
- 27 ნოემბერი 2011
- 2 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.