დი მარიამ გაამართლა
მოურინიომ რამდენიმე მატჩიანი შესვენების შემდეგ, ანხელ დი მარიას მოედანზე გასვლის საშუალება მისცა, ეს ერთგვარი რისკიც გახლდათ, რადგან ნებისმიერ წამს იყო შესაძლებელი ანხელს ტრავმა გამიზეზებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს არგენტინელმა "ოსასუნასთან" ითამაშა. მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისშივე, მან სრულიად უწყინარ სიტუაციაში მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის მყესი გაიწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელთათვის მძიმე ტრავმაა, მაგრამ ანხელმა მალე შეძლო გამოშუშება და როგორც კი შეძლო თამაში, პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
მართალია, ანხელმა მოედანზე 62 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი საუკეთესო ყოფილიყო. ახლად ტრავმამოშუშებული ისე თამაშობდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჩვეული სტილით აწიოკებდა მეტოქის მცველებს, არ ერიდეობდა მცველებთან კონტაქტში შესვლას, თავგანწირულად იბრძოდა ყველა ბურთისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მან ყველაზე მეტი ჯარიმა მოიპოვა და ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი ამოაღებინა მსაჯს ჯიბიდან. ანხელის დამსახურება იყო პირველი გოლი, სწორედ მან დატოვა ბენზემა შესანიშნავი გადაცემით პირისპირ კურტუასთან, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით. ასევე არგენტინელმა რონალდოს პასის შემდეგ საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ რაც მთავარია ძალზედ მნიშვნელოვანი.
62-ე წუთზე მოურინიომ დი მარიას ნაცვლად იგუაინი შემოიყვანა მოედანზე. "ბერანებუზე" შეკრებილმა საზოგადოებამ ანხელი აპლოდისმენტებით გააცილა. ცხადია, მან ეს დაიმსახურა.
- 27 ნოემბერი 2011
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.