დი მარიასა და რამოსის კომენტარები
ანხელ დი მარია:
"გაშვებული გოლის შემდეგ გუნდის თამაში რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ წინ მოსაგებად წავედით და ეს გავაკეთეთ კიდეც. ჩემს, რონალდოსა და ბენზემას ძალისხმევას ანგარიშის გათანაბრებაც მოჰყვა. მოგებაზე ვიყავით მოტივირებულნი."
"მწვრთნელმა მე თამაშის საშუელება მომცა და ამით ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა. საბედნიეროდ კარგად ვიასპარეზე და გოლის გატანაც მოვახერხე. ჩემთვის ეს დიდი მოტივაცია გახლდათ. მქონდა დაზიანება, მაგრად დღეს ბედმა არ მიმუხთლა."
სერხიო რამოსი:
"ჩვენ დიდი უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე პირველში. მეკარის გაძევებამ დიდი გავლენა იქონია მეტოქის თამაშზე. რადიკალურად შეიცვალა მატჩის მიმდინარეობა. ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ."
"შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. მართალია, ფლანგის მცველი ვარ, მაგრამ ახლა ცენტრში მიწევს თამაში. აქ თავს კარგად ვგრძნობ., მყავს შესანიშნავი პარტნიორიც. თუკი ვინმემ კარგად იცის ფეხბურთი, ეს ჩვენი მწვრთნელია, ის ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს."
- 27 ნოემბერი 2011
- 2 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.