საინტერესო სტატისტიკა
როგორც იცით, "ლა ლიგაში" 12 ტური ჩატარდა. მადრიდის "რეალმა" 12-დან მხოლოდ ორში ვერ შეძლო გოლის გატანა, "ლევანტესთან" და "რასინგთან". დანარჩენ 10 შეხვედრაში მადრიდისტებმა გოლების გატანა შეძლეს, უმრავლესობაში კი 3-ზე მეტის. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში ერთი და იგივე ფეხბურთელებს გაქონდათ პირველი გოლები, საუბარია "ბლანკოსის" შემტევ ტრიოზე - ბენზემა, იგუაინი და რონალდო.
კრიშტიანო რონალდომ სეზონის გახსნით მატჩში "სარაგოსასთან" შეაგდო პირველი გოლი. ამის შემდეგ "რაიოსთან", ბოლოს კი "ოსასუნასთან". რაც შეეხება ქარიმ ბენზემას, მან "ხეტაფესთან", "ვილეარეალთან" და "ვალენსიასთან" გახსნა ანგარიში. გონსალო იგუაინმა კი ოთხ შეხვედრაში შეძლო "რეალის" მხრიდან პირველი გოლის გატანა: "ესპანიოლთან", "ბეტისთან", "მალაგასთან" და "სოსიედადთან".
- 24 ნოემბერი 2011
- 2 834
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.