პეროტი დაბრუნდა
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა მანოლო ხიმენესმა დღევანდელი მატჩის განაცხადი წარმოადგინა, სადაც აღსანიშნავია პეროტის დაბრუნება.
არგენტინელი ცენტრალური მცველის დაბრუნება ანდალუსიური კლუბისთვის კარგი ინფორმაციაა. პეროტიმ მოირჩინა აქილევსის მყესი და ახლა მზადაა ითამაშოს. ახლა კი გავეცნოთ მეტოქე "სევილიის" შემადგენლობას: პალოპი, ხავი ვარასი, კონკო, სკილაჩი, ესკუდე, დრაგუტინოვიჩი, ფერნანდო ნავარო, ადრიანო, ხესუს ნავასი, კაპელი, პეროტი, ლოპო, ზოკორა, რენატო, კონე, კანუტე, ნეგრედო და ლუიშ ფაბიანო.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:00–ზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "მზე" შემოგთავაზებთ.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 4 ოქტომბერი 2009
- 1 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.