ისტორიული მატჩი: სამეფო თასის მადრიდული ფინალი
1980 წლის 4 ივნისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" უპრეცედენტო ფინალის მომსწრენი გახდნენ.
ალბათ, ისტორიაში პირველად, "ბერნაბეუს" პუბლიკას ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში არ აინტერესებდა, რამეთუ სამეფო თასის ფინალში, ერთმანეთის წინაშე მადრიდის "რეალი" და "რეალ მადრიდ კასტილია" წარსდგნენ.როგორც ზემოდ აღვნიშნე, მსგავსი ფაქტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
"კოპა დელ რეის" ფინალამდე, ახალგაზრდა მადრიდისტებმა, რომლებიც იმხანს სეგუნდაში გადმოდიოდნენ, "ესტრემადურა," "ალკორკონი," "რასინგი," "ერკულესი," "ატლეტიკი," "ხიხონი" და "სოსიედადი" დაამარცხეს.ნიშანდობლივია, რომ ბასკური გუნდები მაშინ ჩინებულად აგორებდნენ ბურთს, თუმცა "კასტილიამ" მათი ბარიერის დაძლევა მოახერხა.
რაც შეეხება თამაშს, საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.ზრდასრულმა "თეთრებმა" 6-1 სძლიეს "კანტერანოსებს."ხუანიტოს დუბლის პარალელურად, სანტილიანამ, საბიდომ, დელ ბოსკემ და გარსია ერნანდესმა გამოიჩინეს თავი, რასაც კასტილიელთა მხრიდან ალვარესის ეული ბურთი მოჰყვა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მომდევნო წელს "რეალ მადრიდ ბ"-მ თასების თასის საგზური მოიპოვა.ევროტურნირზე პირველი მატჩი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართეს და 3-1 მოიგეს, თუმცა განმეორებით დუელში, ინგლისელებმა 1-5 იმარჯვეს, რის შემდეგაც, კასტილიელები დაემშვიდობნენ ტურნირს.
ცნობისთვის, ამავე წელს, ახალგაზრდები სეგუნდაზე გაჩემპიონდნენ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ რეგლამენტის თანახმად, პრიმერაში არ შეიძლება ერთი კლუბის ორი გუნდის ასპარეზობა...
მოკლედ, აი, ასეთი "კასტილია" გვყავდა...
- 24 ნოემბერი 2011
- 3 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.