ბენზემას გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

მადრიდის "რეალი" პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც საშინაო არენაზე 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი...

"დინამოსთან" მატჩი ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა სტატისტიკოსებისთვის. "ბლანკოსმა" რიგით 1500-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბერნაბეუზე". ასევე, ქარიმ ბენზემას პირველი გოლი მეორასე გამოდგა "რეალისთვის" საშინაო არენაზე, საუბარი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ შედეგით სამეფო კლუბი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 200 გოლიან ზღვარს გადააბიჯა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში. ამჯერად "მერენგების" ანგარიშზე 205 გოლია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "რეალს" ლიგაზე აქამდე მხოლოდ სამ შეხვედრაში ჰქონდა 6 გოლი გატანილი: "ფერენცვაროსისთან" 6-1 1995-96 წლების სეზონში, "შტურმ გარზსთან" 6-1 1998-1999 წლებში და "გენკთან" 6-0 2002-03 წლების სეზონში. საერთო ჯამში, საკუთარ არენაზე "ბლანკოსმა" 85 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 2,4 გოლიც გაიტანა თითო შეხვედრაში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)