კასილასი:"გუნდმა აჩვენა უმაღლესი დონის ფეხბურთი"
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მისმა გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა.
"გუშინ ვითამაშეთ ძალიან კარგად. "რეალმა" აჩვენა უმაღლესი დონის ფეხბურთი, რაც გულშემატკივართა გახარების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც სერიოზულად მოეკიდნენ მოთამაშეები საქმეს და თავიანთი ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს".
"აღსანიშნავია, რომ ახალწვეულბმა ძალიან კარგად ითამაშეს. ნური შაჰინმა, კალეხონმა და რაფაელ ვარანიმ მართლაც დადებითად წარმოაჩინეს საკუთარი თავები. წინ გველის ძალიან რთული შეხვედრა, ვინაიდან მადრიდის "ატლეტიკო" ყოველთვის ღირსეულ მეტოქეობას გვიწევდა".
"ცხადია, გვსურს პირველობის შენარჩუნება, ისევე როგორც სამ ქულიანი ჰანდიკაპის. ასევე სასიხარულოა, რომ "ბლანკოსი" ზედიზედ 12–ჯერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. ჟოზე მოურინიომ იცის, რომ ნებისმიერი მეტოქე ანგარიშ გასაწევია და შესაბამისად თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად გვამზადებს, შედეგი კი სახეზეა".
Realmadrid.com
- 23 ნოემბერი 2011
- 2 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.