"ატლეტიკოს" ცუდი მოგონებები
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მე–14 ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ხუთი დერბი მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა.
მადრიდის "ატლეტიკო" მიმდინარე სეზონში მეტად არასტაბილურად ასპარეზობს, რაც მათ შედეგზე ცალსახად აისახება. ზემოდ ხსენებულები მე–14 ტურში "სამეფო" კლუბს გასვლაზე ეთამაშებიან, სადაც რა თქმა უნდა "რეალია" ფავორიტი.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხუთ გამართულ დერბიში, ყველა მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა. ბოლო მატჩი "ვისენტე კალდერონზე" გაიმართა, რომელშიდაც ჟოზეს შეგირდებმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1–2 სძლიეს მეტოქეს.
უკანასკნელი ხუთი მადრიდული დერბი:
მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკო" ვერ გამოიყურება დამაჯერებლად, რადამელ ფალკაო მაინც ახერხებს გოლების გატანას. იგი შესანიშნავ ფორმაშია და ფაქტიურად მარტო ახერხებს ბურთების შეგდებას. "პრიმერა დივიზიონის" მე–14 ტურის მიხედვით, ზემოდ ხსენებული მოთამაშე მე–5 პოზიციას იკავებს. მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია.
საუკეთესო გოლეადორები:
ლიონელ მესი – 15 გოლი
"ბარსელონა", არგენტინა
კრიშტიანუ რონალდუ – 14 გოლი
მადრიდის "რეალი", პორტუგალია
გონსალო იგუაინი – 11 გოლი
მადრიდის "რეალი", არგენტინა
სოლდადო – 8 გოლი
"ვალენსია", ესპანეთი
ფალკაო – 7 გოლი
მადრიდის "ატლეტიკო", კოლუმბია
Goal.com
- 23 ნოემბერი 2011
- 2 387
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.