მოუ: "კმაყოფილი ვარ ასეთი შედეგით"
"შესანიშნავად იასპარეზეს რეზერვის ფეხბურთელებმა. მართალია, ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უწევთ იშვიათად თამაში, რომ სხვები მათზე უკეთ ფორმაში იმყოფებიან. თუ ისინი თავს კარგი თამაშით დამამახსოვრებენ, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ ჩემგან. საერთოდ, მატჩისგან დიდი სიამოვნება მივიღე, არამარტო მე, არამედ სათადარიგო სკამზე ყველა მჯდომმა და "ბერნაბეუზე" შეკრებილმა საზოგადოებამ."
"მატჩს სერიოზულად მივუდექით. მართალია უკვე 12 ქულა გვქონდა, მაგრამ მოთამაშეებს არ აქვთ მოდუნების უფლება. 6-0-ზე ცოტა მოვეშვით და 2 ბურთიც მივიღეთ, მაგრამ მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ყველაზე მეტი ქულა გვაქვს დაგორვებული და ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია."
"როტაცია საჭირო იყო. ძალიან მომეწონა გრანეროსა და ალტინტოპის თამაში. ხედირამ ამჯერად დაისვენა, ხოლო ლასი სხვა პოზიციაზე თამაშობდა. ცენტრში ყველაფერი რიგზეა. ერთბაშად რამდენიმე კარგი ფეხბურთელია მზად ამ პოზიციაზე დაამტკიცოს თავისი სიძლიერე. რაც შეეხება ბენზემასა და იგუაინს, ორივენი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ჩვენ ორი ფანტასტიური ცენტრ-ფორვარდი გვყავს. ქარიმს ასევე ძალიან კარგად შეუძლია 10 ნომრად თამაში. ისინი ხან ერთად თამაშობენ, ხან ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ მთავარია, რომ ფანტასტიურები არიან."
"შაჰინისთვის ეს პრაქტიკულად წინასასეზონო მატჩი იყო. წესისამებრ, ეს ივლისში უნდა მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ნოემბერში უწევს. იგი ნელ-ნელა ფორმაში შედის, იბრუნებს კონდინციებს, აუმჯობესებს თამაშის ხარიხს. ჩვენ გუნდში მისი სახით გვყავს "ბუნდესლიგის" საუკეთესო მოთამაშე. მართალია, ის ჯერ თავის შესაძებლობებს ვერ ავლენს, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო, ეს სრულიად ნორმალურია. მივხვდი, რომ იგი მზად იყო სათამაშოდ და სწორედ ამიტომ საშუალება მივეცი მოედანზე 90 წუთი დაეყო."
"კრიშტიანო ძალზედ გადაღლილი იყო. მან გამოიარა ორი ურთულესი პლეიოფის მატჩი ნაკრებთან ერთად, შემდეგ "მესტალიაზე" არანაკლებ რთული და დამღლელი თამაში. მატჩის წინ მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ რამე პრობლემა შეგვექმნებოდა, 45 წუთს მივცემდი თამაშის საშუალებას, მაგრამ, როცა პირველ წუთებში გოლები გავიტანეთ, მან თავად მითხრა, რომ უკვე იცოდა, რომ საჭირო აღარ იყო და მოედანზე გასვლა არც მოუთხოვია."
"გასულ წელს ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ერიკ აბიდალს, ახლა იგივეს ვაპირებთ ტიტო ვილანოვას შემთხვევაშიც. ვიმედოვნებ, რომ იგი 10-ში გამოჯანმრთელებული იქნება, მე მოხარული ვიქნები მისი ხილვით."
- 23 ნოემბერი 2011
- 2 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.