შაჰინი:"დიდი მოტივაცია გამაჩნია"
ნური შაჰინის თქმით, მის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა – შიში და ზეწოლა. თურქმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი მოტივაცია პიკს აღწევს, რაც ძალიან კარგია.
"გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით კი ახლა. სწორედ ამიტომ, დიდი მოტივაცია გამაჩნია იმისათვის, რომ მოვიპოვო ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რისი გაკეთებაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა ფრთხილად თამაში მმართებს, ვინაიდან ტრავმამ შესაძლოა თავი გამახსენოს".
"ჩაბი ალონსოს გვერდით ასპარეზობა შემიძლია და ვიმედოვნებ, რომ მისი პარტნიორის ადგილს მე დავიკავებ. ჩემთვის მთავარია "რეალის" წარმატება, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. ჩემს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა შიში და ზეწოლა. მადრიდელთაგან მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს".
აღსანშნავია, რომ ჟოზე მოურინიო სავარაუდოდ მას სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს, ისევე როგორც ლასანა დიარას. აქვე გეტყვით, რომ დღეს საღამოს "სამეფო" კლუბი საკუთარ კედლებში ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს.
Marca.com
- 22 ნოემბერი 2011
- 1 925
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.