როტაციის მოლოდინში
ჟოზე მოურინიომ თავის პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ შესაძლოა გუნდმა როტაცია განიცადოს, ვინაიდან "ლოს ბლანკოსის" წამყვანი ფეხბურთელები, ძალიან დიდ დატვირთვას იღებენ საკუთარ თავზე.
ჟოზე მოურინიო საჭიროდ თვლის, რომ ზაგრების "დინამოსთან" მატჩში როტაცია განხორციელდეს. როგორც იცით, მადრიდელთათვის ამ მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა რაღა თქმა უნდა, "სამეფო" კლუბი მოედანზე მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად გავა.
ჟურნალისტების აზრით, მოურინიოს როტაცია შეეხება მცველებს და ნახევარმცველებს. სავარაუდოდ, პორტუგალიელი ჩაბი ალონსოს და სამი ხედირას დაასვენებს, ხოლო მათ მაგივრად ნური შაჰინი და ლასანა დიარა იქნებიან ნახევარდაცვის ცენტრში, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელობის მიზეზი გახდეს.
დაცვაში არბელოას ადგილი, შესაძლოა ალბიოლს დაუთმონ, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ რამოსმა გადაიწიოს მარჯვენა ფლანგზე, ხოლო ვარანე პეპეს შეუწყვილდეს დაცვის ცენტრში.
Marca.com
- 21 ნოემბერი 2011
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.