მოუ ნიკოლაი ბოილესენით ინტერესდება
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ჟოზე მოურინიო "აიაქსის" 19 წლის დანიელი ფეხბურთელით ნიკოლაი ბოილესენით ინტერესდება...
როგორც მოგეხსენებათ, ბოილესენი მარცხენა მცველია. ამ პოზიციაზე "რეალში" ორი ფეხბურთელია, საუბარია მარსელოსა და კოენტრაოზე, თუმცა ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს პოზიცია მაინც პრობლემურია. სწორედ ამიტომ, უკვე პრესაში გაჟღერდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთაც შესაძლოა "რეალს" მიაშურონ. როგორც Fichajes იტყობინება, ჟოზე მოურინიო ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა მცველით დიდი ხანია დაინტერესებულია. ბოილესენი უდიდესი წარმატებით გამოდის ეროვნულ ნაკრებშიც და სკანდინავიაში ერთ-ერთ იმედისმომცემ და პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
- 21 ნოემბერი 2011
- 1 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.