"აიაქსისა" და "ლიონის" უიქენდი
ამსტერდამის "აიაქსმა" შინ მნიშნელოვანი ქულები დაკარგა "ბრედასთან". მატჩი ძალზედ დრამატულად წარიმართა, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში. 35 წუთის შემდეგ სულეიმანის გოლის წყალობით "აიაქსი" იგებდა, 83-ეზე ბოერიხტერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ამსტერდამულმა გრანდმა გამარჯვება მოიპოვა, "ბრედას" ფეხბურთელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და შეხვედრის საბოლოო შედეგი 2-2 დააფიქსირეს. "აიაქსს" 13 ტურის შემდეგ "ერედივიზიონში" 21 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს.
"ლიონმაც" საშინაო შეხვედრა გამართა, მაგრამ "აიაქსისგან" განსხვავებით დამარცხდა. მართალია "ოლიმპიკის" ფეხბურთელები 36-ე წუთზე ედერსონის გოლის წყალობით წინ გავიდნენ "რენთან" შეხვედრაში, მაგრამ მათ კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2 წუთით შეძლეს. 38-ეზე პიტროიპამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ეკოკომ მატჩის საბოლოო შედეგი 1-2 დააფიქსირა. 14 ტურის შემდეგ "ლიონს" 23 ქულა აქვს და საფრანგეთის პირველ ლიგაში მისთვის უჩვეულო მეხუთე ადგილს იკავებს.
როგორც ჩანს, ორივე გუნდმა ძალები დაზოგა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის. ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ "სტად ჟერლანდზე" უშეღავათო ბრძოლა გაიმართება...
- 21 ნოემბერი 2011
- 1 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.