კანტერანოსების დერბი "კალდერონზე?"
აღსანიშნავია, რომ სეგუნდა ბ-ს მე-15 ტურში, პრიმერა დივიზიონის მსგავსად, მადრიდული დერბი შედგება.ესპანური ფეხბურთის მესვეურებმა, სპეციალურად დაამთხვიეს მადრიდული დაპირისპირებები ერთ უიქენდზე.
"ატლეტიკო ბ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მილინტო პანკიჩმა, წინადადებით მიმართა კლუბის ხელმძღვანელებს, კასტილიელებთან მატჩის "ვისენტე კალდერონზე" გამართვისა.ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დააკმაყოფილებენ ახალგაზრდა "წითელ-თეთრების" დამრიგებლის თხოვნას, მაგრამ ფაქტია, რომ ატლეტიკოელები საკმაოდ სერიოზულად უდგებიან თანაქალაქელებთან თამაშს.
ცნობისთვის, "ატლეტიკო ბ" 8 ტურია წაუგებლად ასპარეზობს სეგუნდა ბ-ში, ხოლო "კასტილია" გათამაშების ლიდერია და ამის შესანარჩუნებლად, მხოლოდ გამარჯვება მართებთ.
მოკლედ, მომავალი უქმეები საკმაოდ საინტერესო იქნება.იმედია, როგორც პირველი, ასევე ახალგაზრდა მადრიდისტები, კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ თუ ვინ არის ძლიერი მადრიდში.
- 21 ნოემბერი 2011
- 1 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.