ტორილი:"ღირსეულად გავიმარჯვეთ"
გუშინდელი გამარვჯების შემდეგ, "რეალ მადრიდ კასტილიის" მწვრთნელმა, ალბერტო ტორილმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
"ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული გამარჯვება. ეს ქულები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაშიც ორი აზრი არ არსებობს. ასეთ თამაშებში, რა თქმა უნდა მთავარი რეზულტატია, თუმცა სანახაობაც საკმაოდ ნორმალური იყო".
"გუნდმა ითამაშა გაცილებით დახვეწილად და დამაჯერებლად, ვიდრე ეს უწინ ხდებოდა. "ლუგოს" მოთამაშეები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ ბიჭებმა მაინც შესძლეს მათი დამარცხება. ფეხბურთელებმა გარისკეს და შედეგიც მიიღეს, ვინაიდან გოლის გატანა ბოლო წუთებზე შევძელით".
ამ ყველაფერზე გოლის ავტორმა, ხორხე კასადომაც ისაუბრა:"ეს გოლი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მოხარული ვარ, რომ ასეთ მატჩში ერთადერთი გოლი შევაგდე. საბედნიეროდ ცხრილის სათავეში ვიმყოფებით, რაც იმედია დიდ ხანს გასტანს. ისინი არიან ძალიან ძლიერები, თუმცა "კასტილიისთვის" დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს".
ტომას მეხიასმა კი განაცხადა:"სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა. გამარჯვება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ კლასის ხარჯზე დავჯაბნეთ მეტოქეები. შემდეგი მატჩი "ატლეტიკო" ბ–ესთან გველის, სადაც რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მოტივაცია გაცილებით დიდია და შესაბამისად ამბიციებიც უფრო გაფართოვდა".
Realmadrid.com
- 21 ნოემბერი 2011
- 1 638
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.