მოუ: "მოედანზე მოსაგებად გავალთ"

ნური შაჰინთან ერთად პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოც იმყოფებოდა...

"მართალაია ჩვენ ლიდერები ვართ, მაგრამ პირველი ადგილი რომ გავინაღდოთ 1 ქულაა საკმარისი. არ აქვს მნიშვნელობა გვჭირდება ის თუ არა. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ, მაყურებელს შოუს შევთავაზებთ და გოლებს გავიტანთ. გვიხარია, როცა ხალხი სიამოვნებას ღებულობს ჩვენი თამაშიდან."

"ზაგრებთან თამაში არც თუ ისე ადვილია. ისინი ხორვატიის ჩემპიონები არიან და ახლაც დამაჯერებლად გამოიყურებიან ეროვნულ ჩემპიონატში. მე რაიმეს შეცვლა მომიწევს, რადგან ჩემი ფეხბურთელები გადაღლილები არიან."

""ვალენსია" ძალზედ რთული მეტოქეა. გოლები განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნეთ, როგორც ერთმა, ისე მეორე გუნდმა. ვინც სათადარიგო სკამზე მჯდარა, კარგად ეცოდინება თუ რაოდენ სასიხარულოა, როცა შენ გუნდს გოლი გააქვს. "მესტალიაზე" მართლაც საოცარი შეხვედრა გამოვიდა."

"რთული სათქმელია ნახევარდაცვაში ვინ ითამაშებს. ამ პოზიციისთვის 4 ფეხბურთელი მყავს. როგორც ლასანამ თქვა, ის ითამაშებს, ვინც იმსახურებს. ალბათ, ხვალაც ასე იქნება."

"კაკას ტკივილები ისევ აწუხებს და გარისკვა არ მინდა. კარვალიო მომჯობინდა, დერბისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. დი მარია ეტაპობრივად გადის სარეაბილიტაციო კურსებს. სავარაუდოდ დერბისთვის ისიც მომჯობინებული იქნება."

"არ ვიცი დავაბრუნებ თუ არა რამოსს ფლანგზე. ეს ყველაფერი სიტუაციასა და გარემოებებზეა დამოკიდებული. იგი ფენომენალურად გამოიყურება ცენტრში."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (13)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)