მოურინიოს შენიშვნა ალბას და ალბელდას
ერთ–ერთ ეპიზოდში ჟოზე მოურინიომ ნერვები ვერ მოთოკა და შენიშვნა მისცა "ვალენსიის" ფეხბურთელს ხორდი ალბას, ვინაიდან მესუთ იოზილის მიმართ მან ძალიან უხეშად ითამაშა.
როგორც იცით, "ვალენსიასა" და "რეალს" შორის დაპირისპირება საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ტეხეირა ვიტიენესმა არაერთი ყვითელი ბარათი დაურიგა ფეხბურთელებს, თუმცა ხისტი თამაში არცერთი გუნდის მხრიდან არ შეჩერებულა.
ერთ–ერთ ეპიზოდში ჟოზე მოურინიომ ნერვები ვერ მოთოკა და შენიშვნა მისცა ხორდი ალბას, ვინაიდან მან ძალიან უხეშად ითამაშა იოზილის მისამართით. ალბამაც საკადრისი პასუხი დაუბრუნა პორტუგალიელს, რაშიც მას თავისი თანაგუნდელი ალბელდაც დაეხმარა.
როგორც ირკვევა, მათ მიერ წამოძახილი სიტყვები ცენზურის ფარგლებს სცილდებოდა. შესაძლებელი იყო, რომ მოედანზე ხელ–ჩართული ბრძოლა გვეხილა, თუმცა შეხვედრის არბიტრებმა რეაგირება დროულად მოახდინეს და განმუხტეს სიტუაცია.
Marca.com
- 20 ნოემბერი 2011
- 4 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.