პეპე და იგუაინი მატჩის შემდეგ
პეპე:
"ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ გუნდმა ყველაფერს კარგად გაართვა თავი. სანაკრებო ბატალიებიდან დაღლილები დაბრუნდით და ამან გავლენა იქონია თამაშის ხარისხზე, მაგრამ რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ქულები წამოვიღეთ ვალენსიიდან."
"ახლა მე შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და ძალიან კარგი დრო მიდგას "რეალში". კლუბი მე სტაბილურად ასპარეზობის საშუალებას მაძლევს."
იგუაინი:
"ბურთი მე მკერდზე მომხვდა და არა ხელზე. მე ამ მომენტს კიდევ ერთხელ ვუყურე ტელევიზორში და დავრწმუნდი, რომ პენალტი არ იყო. მიუხედავად ამისა, მეტოქის პროტესტი სრულიად ნორმალურია."
"ამ თამაშმა გვაჩვენა, რომ ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს შეკრული. არ ვართ ერთ რომელიმე კონრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული. ჩვენ გუნდურად ვმოქმედებთ, ისე, როგორც მწვრთნელი გვარიგებს."
- 20 ნოემბერი 2011
- 2 405
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.