კარანკა:"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო"
მადრიდის "რეალის" გამარჯვების შემდეგ, აიტორ კარანკამ საკონფერენციო დარბაზში განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სამი ქულის აღება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა. გუშინდელ მატჩში დამტკიცდა, რომ მაღალი დონის კლუბებს, არ შუეძლიათ ნებისმიერი მეტოქის მიწასთან გასწორება".
"პირველი ტაიმი მშვიდ დინამიკაში მიმდინარეობდა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. "ვალენსიამ" შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიურად დაიწყო, მაგრამ სხვაობა ორ ბურთამდე გავზარდეთ. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ანდალუსიელები მაინც არ გვნებდებოდნენ, რამაც ჩვენ კარში გაშვებული გოლი გამოიწვია".
"ბრძოლა შეხვედრის ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს, ვალენსიელებს აშკარად არ გაუმართლათ, როდესაც "ბლანკოსი" ძელმა იხსნა. სამი ქულა ჩვენთვის ჰაერივით საჭირო იყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰანდიკაპი "ელ კლასიკომდე" შენარჩუნდება".
Realmadrid.com
- 20 ნოემბერი 2011
- 1 911
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.