"მესტალიის" დეჟა ვუ
"რეალისა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირებაში უკვე რამდენიმე ფაქტი მეორდება და ნელ-ნელა ტრადიციად ყალიბდება, ანუ ე.წ. "დეჟა ვუ" ფიქსირდება...
მატჩის გამარჯვებული
უკვე რამდენიმე წელია მადრიდის "რეალი" "მესტალიაზე" უკონკურენციოა. ბოლო წლებში "ბლანკოსს" აღნიშნულ სტადიონზე 10 გამარჯვება დაუგროვდა. ათიდან ცხრაში "მერენგებმა" ორბურთიანი და მეტი სხვაობით გაიმარჯვეს. სწორედ ამიტომ, ევროპული წამყვანი ტოტალიზატორის ბუქმეიქერები "რეალს" ე.წ. "აზიური ჰანდიკამპით" მოგებას უწინასწარმეტყველებენ. აღნიშნული ფსონის კოეფიციენტი 2.05 გახლავთ.
გოლები
მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონში გოლების მანქანად იქცა. ამჟამად "მერენგებს" მატჩში საშუალოდ 4.18 გოლი გააქვთ, მაშინ, როცა "ვალენსიის" მაჩვენებელი 2.36-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება უხვგოლიანია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ "რეალი" მიმდინარე სეზონში მეორე ტაიმში გოლების გატანით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ბუქმეიქერებმა შეხვედრის მეორე ნახევარში 1.5-ზე მეტი გოლის გატანას 1.8 მიანიჭეს კოეფიციენტად.
მოთამაშეები
"ვალენსიას" შემტევები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან. მეტწილად, ეს სოლდადოსა და ჯონასზე ითქმის. უკანასკნელმა წინა კვირაში ბრაზილიის ნაკრებში დუბლით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება სოლდადოს, რობერტო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილ კლუბს გოლი გაუტანოს. ვალენსიელებს ყველაზე მეტად გონსალო იგუაინის უნდა ეშინოდეთ. პიპიტას "ღამურებთან" 7 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. სწორედ ამიტომ, ბუქმეიქერები ვარაუდობენ, რომ პიპა მეტოქის კარს დალაშქრავს. აღნიშნული ფსონის კოეფიციენტი 5.0 გახლავთ.
- 19 ნოემბერი 2011
- 2 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.