სევილია vs მადრიდის რეალი preview

იმედია არ გაგიკვირდებათ , რომ კიდევ ერთ პრევიუს გთავაზობთ, ვინაიდან ეს თამაში მე ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია.

სრული დასახელება - Sevilla Futbol Club, S.A.D.

ქალაქი - სევილია (ანდალუზია)

დაარსების წელი - 1905

მოედანი - რამონ სანჩეს პისხუანი ( ტევადობა - 45 500 მაყურებელი)

პრეზიდენტი - ხოსე მარია დელ ნიდო

მთავარი მწვრთნელი - მანუელ ხიმენესი

ზედმესტასახელი - Sevillistas, Biris.

საათმა ჩამოკრა–დადგა დღე, როდესაც „მადრიდის რეალს“ ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს– წესით და რიგით ასეთი დღე „ვილიარეალთან“ შეხვედრისას უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დღეს გასაგები თუ გაუგებარი მიზეზების გამო, ასეთი რამ არ მომხდარა. კლუბს, რომლის წინააღმდეგაც ბლანკოსები გამოდიოდნენ თითქოსდა სძინავდა. ის თითქოსდა აგრძელებს პელეგრინისეულ მემკვიდრეობას სეზონის პირველ ნახევარში ვერ თამაშობს, მეორე ნახევარში კი აშკარად ეტყობა თამაშის მომატება. ასეა თუ ისე, ეს დღე დღეს დადგა. „სევილია“ თეთრების პირდაპირი კონკურენტია ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში. ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ორ მონაწილეს შორის (შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანმა მაქსიმალურ ქულებს მოუყარა თავი) გასამართი დღევანდელი შეხვედრა ცენტრალური იქნება ლა ლიგის მეექვსე ტურში.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


„სევილია“ შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია, რისი დადასტურებაცაა ის ფაქტი, რომ მან 7 ოფიციალური შეხვედრიდან 6 გამარჯვებით დაასრულა. ბურთების შეფარდებაც შთამბეჭდავი აქვს 18/4–ზე. პირველივე ტურში მესტალიაზე განცდილი მარცხი შეგვიძლია შემთხვევითობას მივაწეროთ, ვიდრე კანონზომიერებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ესპანური გრანდიდან . მხოლოდ და მხოლოდ მანულო ხიმენესის „სევილია“ გვიჩვენებს ორგანიზებულ და დაბალანსირებულ ფეხბურთს. ეს ის კლუბია, რომელსაც სუსტი წერტილი არ აქვს: კარის დარაჯ პალოპს ისეთი ბურთები გამოაქვს, რომლებსაც საფეხბურთო ენაზე ე.წ. „მკვდარ ბურთებს“ უწოდებენ, ჯავშანჟილეტივით დაცვის ხაზი, გაუვალი მოედნის ცენტრი, მობილური ფლანგები და რაც მთავარია , გოლის გამტანი ფორვარდები. თითოეულ პოზიციაზე ხიმენესს ორი თანაბარი დონის ფებხურთელი ყავს, ასე რომ , „სევილია“ უმაღლეს დონეზე დაბალანსირებული კლუბია.


„მადრიდის რეალისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და სიამოვნების მიმნიჭებელი იყო ფეხბურთის გულსემატკივრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „სევილია“ არაა ბლანკოსების პრინციპიალური მეტოქე, მათ შორის შეხვედრები ყოველთვის უკომპრომისო იყო. ამიტომაცაა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შეგვიძლება ვთქვათ, თუ რისი ძალა შესწევს დღევანდელ „მადრიდის რეალს“. „სევილიასთვის“ ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სატურნირო ცხრილში მდგომარეობის სახით, თუ ისინი დღეს ბლანკოსების დამარცხებას მოახერხებენ , მაშინ ქულათა რაოდენობით გაუტოლდებიან მათ, ხოლო თუ დამარცხდებიან საგრძნობლად გაიუარესებენ მდგომარეობას, თეთრებსა და მათ შორის სხვაობა ექვს სქულამდე გაიზრდება, რაც ალბათ ყველა დამერწმუნებით, რომ ცოტა არაა.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


„სევილიასგან“ ამ სეზონში ბევრს ელიან. ამ კლუბის გულშემატკივრები ბოლო წლებში შეეცვივნენ საკუთარი კლუბის ნახვას სატურნირო ცხრილის ლიდერებში, მაგრამ არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ დღევანდელ „სევილიას“ უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე კვარტეტში ადგილის მოპოვება. ასეთ აზრს არსებობის საფუძველი აქვს, ვინაიდან კლუბის წლევანდელი შემადგენლობა ბოლო წლებთან შედარებით უძლიერესია. ზაფხულ კლუბმა სამი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა–კლუბისთვის ერთ–ერთ ყველაზე სუსტ წერტილში(მარჯვენა ფლანგი–დანი ალვეშის წასვლის შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა.) სათამაშოდ ნაყიდი იქნა ყველაზე იმედისმომცემი მცველი სერხიო სანჩისი („ესპანიოლი“), რომარიკს მოედნის ცენტრში პარტნიორობას გაუწევს დიდიე ზოკორა („ტოტენჰემი) , და ბოლოს შეტევის ხაზში „მადრიდის რეალისგან“ შეძენილ იქნა ალვარო ნეგრედო. დაცვის ხაზში კონკურენცია აამაღლა „მალაგაში“ არენდიდან დაბრუნებულმა ლოლომ, რომელსაც ასევე მოედნის ცენტრში თამაშიც ეხერხება. ყველა ახალწვეულს უკვე ქონდა დებიუტი და თუ შედეგებს შევხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დებიუტი შედგა.


ბოლო წლების განმავლობაში ესპანური ფეხბურთის მოყვარულებიც შეეჩვივნენ „სევილიას“ ერთ–ერთ ლიდერად ნახვას. მათი ლა ლიგაში დაბრუნებიდან უკვე რვა წელი გავიდა, ამ რვა წლის განმავლობაში, კლუბმა, რომელიც თავისი მოსისხლე მტრის „ბეტისის“ ჩრდილქვეში იყო მოქცეული, გაიარა გზა სატურნირო ცხრილის ძლიერი შუა დონის კლუბიდან , ლა ლიგის ერთ–ერთ ლიდეად გადაქცევამდე. ამას შემდეგ მოყვა ცნობილი უეფას თასის ტიტულის ცნობილი დუბლი, რითაც იგი გაუთანაბრდა „მადრიდის რეალს“. სათასო წარმატებებს თან დაერთი წინსვლა ესპანეთის ჩემპიონატში. მაგ: 2006/2007 წლის სეზონში სევილია ბოლო ტურამდე ითვლებოდა ლა ლიგის თასის მოგების ერთ–ერთ პრეტენდენტად. ერთადერთი რამ, რაც „სევილიას“ აკლია, ესაა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა, რასაც წლევანდელ სეზონში ალბათ მიაღწევს.


წარმატებული სელექცია

ყველა საკუთარ ბოლო წარმატებებს „სევილია“ ორ ადამიანს უნდა უმადლოდეს, ესენი არიან, პირველი– კლუბის პრეზიდენტი დელ ნიდო, რომელმაც შეძლო და კლუბში დანერგა ისეთი მმართველობითი სტრუქტურა, რამაც კლუბი ერთ–ერთ საუკეთესო მომგებიან ბიზნეს–პროექტად აქცია. მეორე– კლუბის სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს ვერდეხო. ამ უკანასკნელის დამსახურებები დელ ნიდოზე ნაკლები არაა. იგი შეიძლება ერთ–ერთ საუკეთესო და წარმატებულ სპორტულ დირექტორად ჩაითვალოს ესპანეთში. ანდრეს პალოპი, ხულიო ბაპტისტა, დანი ალვეში, სებასტიან სკილაში, რენატო, სეიდუ კეიტა, ლუიშ ფაბიანო, ფრედერიკ კანუტე–ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა ტალანტიც სწორედ რიდრიგესმა აღმოაჩინა. მაგ: იგივე დანი ალვეში სელექციონერმა ბრაზილიიე ერთ–ერთ ქვედა დივიზიონში გამოჩხრიკა. „ვიტორია“ რამეს გეუბნებათ? 2003 წელს ალვეში ევროპაში სულ რაღაც 550 ათას ევროდ მოვიდა, ხოლო 5 წლის შემდეგ გაყიდეს (კარგადაც იცით სად) „სულ რაღაც“ 41,5 მლნ. ევროდ. შთამბეჭდავია არა? დიდმა, პრაქტიკულმა და შეუმცდარმა სატრანსფერო პოლიტიკამ გახადა „სევილია“ ისეთი ძლიერი კლუბი, როგორიც დღეს ჩვენს წინაშეა. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ როგორც ცნობილია, საერთოდ არ ცდება ის, ვინც არაფერს არ აკეთებს.


კანტერა

განა მარტო ლეგინერებითაა „სევილია“ ძლიერი, მისი საფეხბურთო კანტერა ერთ–ერთი უძლიერესია ესპანეთში. როგორც წესი, ახალგაზრდა ფეხბურთელები პრაქტიკას სეგუნდა დივიზიონში ან პრიმერას აუთსაიდერ კლუბებში გადიან, საიდანაც გამოცდილება დაგროვილები უბრუნდებიან საკუთარ ოჯახს. საკუთარი აღსაზრდელების გაყიდვა კლუბის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა. „სევილიას“ კანტერანო ესპანეთში ცნობადი ბრენდივითაა, ამის ნათელი მაგალითია სერხიო რამოსი.


საერთო ფეხბურთელები

სევილია vs მადრიდის რეალი preview


„მადრიდის რეალისა“ და „სევილიას“ ცნობილ საერთო ფებხურთელებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: სერხიო რამოსი, ხულიო ბაპტისტა,ხოსე ანტონიო რეიესი, დავორ შუკერი, რობერტ პროსინეჩკი, დეიან პეტკოვიჩი, პაკო ბუიო (დიახ, ეს „მადრიდის რეალის“ ცნობილი მეკარე 80–90–იან წლებში, საკუთარი კარიერა მან „სევილიაში“ დაიწყო.), და რა თქმა უნდა ივანე „მრისხანე“ სამორანო. საერთო ჯამში კი კლუბებს 32 საერთო ფებხურთელი ყავთ (ალვარო ნეგრედოს ჩათვლით).


რეტროსპექტივა– „მადრიდის რეალის“ ბოლო 5 გასვლა სოხე სანჩეს პისქუანზე


2004–2005 წწ–ების სეზონი: სევილია vs მადრიდის რეალი 2:2
.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


გოლები: სერხიო რამოსი 19(1:0), ხავი ნავარო 41 –ავტოგოლი (1:1).ზიდანი 74 (1:2), ბაპტისტა 89 (2:2).

სევილია: ნოტარიო, ხ. ნავარო, დ. კასტედო, სერხიო რამოსი, ალვეში, რენატო (მაკუკულა 87), ადრიანო (ხოსელუი 64), მარტი, ხესუს ნავასი, ბაპტისტა, ანტონიტო (დარიო სილვა 67)

მადრიდის რეალი: კასილასი, სამუელი, ელგერა, სალგადო, რობერტო კარლოსი, გრავესენი (გუტი 60), ბექჰემი, ზიდანი, რაული, რონალდო, ოუენი (ფიგუ 61).

გაგდება: დანი ალვეში 92 , ელგერა 92

2005–2006 წწ–ების სეზონი : სევილია vs მადრიდის რეალი 4:3
.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


გოლები: ბექჰემი 16 (0:1), ბექჰემი 26 (0:2), სეხუს ნავასი 28 (1:2), სავიოლა 30 (2:2), სავიოლა 34 (3:2), ლუიშ ფაბიანო 45(4:2), ზიდანი 72 (4:3).

სევილია: პალოპი,ხ. ნავარო,დ. კასტედო, ესკუადე, ალვეში, ადრიანო, მარტი, მარესკა (ფ. სალესი 81), ხესუს ნავასი, ლუიშ ფაბიანო (რენატო 60), სავიოლა (კანუტე 60).

მადრიდის რეალი: კასილასი, სერხიო რამოსი, მეხია, სალგადო, რობერტო კარლოსი, გუტი, ბაპტისტა, ბექჰემი (სოლდადო 57), სისინიო, ზიდანი, რაული (ხურადო 85).


2006–2007 წწ–ების სეზონი : სევილია vs მადრიდის რეალი 2:1.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


გოლები: ბექჰემი 13 (0:1).კანუტე 17 (1:1). ჩევანტონი 77 (2:1).

სევილია: პალოპი, ალვეში, ხ. ნავარომ ესკუადე, კასტედო, ხესუს ნავასი, პულსენი (მარესკა 62), რენატო, ადრიანო (პუერტა 72), ლუიშ ფაბიანო (ჩევანტონი 64), კანუტე.


მადრიდის რეალი: კასილასი, სალგადო (მეხია 46), კანავარო, სერხიო რამოსი,რობერტო კარლოსი, ბექჰემი, ემერსონი, გუტი (რეიესი 81), რაული, ვან ნისტელროი, რონალდო (რობინიო 69).


2007–2008 წწ–ები: სევილია vs მადრიდის რეალი 2:0.


სევილია vs მადრიდის რეალი preview


გოლები: კეიტა 19 (1:0). ფაბიანო 21 (2:0).

გაფრთხილებები: ალვეში 31, კეიტა 41, დრაგუტინოვიჩი 55, კაპელი 63 (Севилья), სერხიო რამოსი 41,რობინიო 47, კასილასი 51, რაული 59, დიარა 77, გუტი 84 .

გაგდება: სერხიო რამოსი 51

სევილია: პალოპი, ალვეში, ფასიო (მოსკერა 36), დრაგუტინოვიჩი, კრესპო (კაპელი 41), ხესუს ნავასი, კეიტა, პოულსენი, ადრიანო, ფაბიანო (რენატო 78).

მადრიდის რეალი: კასილასი, სერხიო რამოსი, კანავარო, მეთსელდერი, მარსელო, გუტი, დიარა, გაგო (ტორესი 57), რობინიო, რაული (ბალბოა 71), ვან ნისტელროი (ბაპტისტა 81).


2008–2009 წწ–ების სეზონი: სევილია vs მადრიდის რეალი 2:4.

სევილია vs მადრიდის რეალი preview


გოლები: რენატო 16 (1:0).რაული 45 (1:1). რაული 63 (1:2). რაული 66 (1:3).კაპელი 80 (2:3).მარსელო 90 (2:4)

სევილია: პალოპი, ადრიანო, პრიეტო, ესკუადე, ნავარო, ხესუს ნავასი, დუშერი (ფაბიანო 60), რომარიკი (მარესკა 80), რენატო, პეროტტი (კაპელი 65), კანუტე.

მადრიდის რეალი: კასილასი, სერხიო რამოსი, კანავარო, მეთსელდერი, ტორესი, გუტი (ხავი გარსია 78), დიარა, გაგო, მარსელო, იგუაინი (ვან დერ ვაარტი 85), რაული (ჰუნტელაარი 68).

  • shvela
  • 4 ოქტომბერი 2009
  • 4 096
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)