შაჰინი და ალტინტოპი ქომაგებს შეხვდნენ
ალბათ უკვე იცით, რომ მადრიდის "რეალი" ვალენსიაში იმყოფება. როგორც ყოველთვის, მადრიდელებს ანდალუსიაშიც ბევრი ქომაგი დახვდა. გუნდის ორმა ფეხბურთელმა ჰამიტ ალტინტოპმა და ნური შაჰინმა ქომაგებთან შეხვედრა გადაწყვიტეს.
მადრიდის "რეალი" ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება. ჟოზე მოურინიოს გუნდი შეეცდება, რომ "ბარსელონასთან" სამ ქულიანი ჰანდიკაპი ისევ შეინარჩუნოს, თუმცა ამისათვის დედაქალაქელებმა "ვალენსიის" დამარცხება უნდა შესძლონ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, ანდალუსიაში "ბლანკოსს" საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი შეეგება. ნური შაჰინმა და ჰამიტ ალტინტოპმა სასტუმროში ხელმოწერები დაარეგეს და ქომაგებთან ფოტოებიც გადაიღეს. აღსანიშნავია ის, რომ პორტუგალიელმა სპეციალსიტმა, ორივე მათგანი განაცხადში შეიყვანა და სავარაუდოდ რომელიმეს სათამაშო დროც მიეცემა.
Realmadrid.com
- 19 ნოემბერი 2011
- 1 440
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.